საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფაკულტეტის საბჭო

 


 

ფაკულტეტის საბჭო არის იურიდიული ფაკულტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. მის შემადგენლობაში შედის 36 წევრი მათ შორის დეკანი მისი თანამდებობისამებრ ex officio, ფაკულტეტზე არსებული პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული აკადემიური თანამდებობის მქონე 27 პირი, მათ შორის სამართლის ისტორიის მიმართულებით - 4, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით - 4, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 4, კერძო სამართლის მიმართულებით - 4, სამართლის მეთოდების მიმართულებით - 3, სისხლის სამართლის მიმართულებით - 4, საერთაშორისო სამართლის პროგრამული მიმართულებით - 4 და აგრეთვე, სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები - 9 წევრის ოდენობით.

 

ფაკულტეტის საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ) და თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.